ზურაბ ჯაფარიძე მიკრობელადად გადაიქცა - ზიზღის და ღვარძლის მთხეველი „ბაბლი“ ჰყავს - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ზურას გარდა ვერ წარმომიდგენია სხვა პოლიტიკოსი, რომელზეც ლეგიტიმურად შემიძლია გამოვხატო ირონია. იმ იდეას, რომელიც ერთადერთ პარტიას გვქონდა, თავისი ქმედებებით, განსაკუთრებით მას მერე, რაც გავიყავით, ეწინააღმდეგება, ცილისწამებით არის დაკავებული და ზიზღის, ღვარძლის მთხეველი „ბაბლი“ ჰყავს. ანუ მიკრობელადად გადაიქცა, რომელმაც უარი თქვა ყველა იმ იდეაზე, რომელსაც ერთად ვაკეთებდით. ის მიმაჩნია ყველაზე მიუღებელ პოლიტიკოსად ჩემთვის“,- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.