„ოცნებამ“ დასავლეთთან და პარტნიორებთან ასეთი დამოკიდებულებით, თავისივე რიგებში არ განიცადოს სერიოზული რღვევა - ამის შესახებ პარტია „გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ქართული ოცნება თვითონ ითხრის სამარეს და აქეთ მხარეს ხალხი არ ემზადება პოსტ „ქართლი ოცნების“ პერიოდისთვის. მე ამ თვალსაზრისით პრეტენზია მაქვს ჩემს კოლეგებთან, რომ სერიოზულად არ აღვიქვამთ თითქოს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენი დასამარცხებელი კი არ არის, არამედ „ქართულ ოცნებას“ რომ ვუყურებ ამ მდგომარეობაში, შეუძლებელია, მან მომავალში რაიმე გამარჯვებას მიაღწიოს საქართველოში და ჩვენ ამისთვის რაღაც თვალსაზრისით უნდა მოვემზადოთ.
მე ვერ წარმომიდგენია რა არჩევნები შეიძლება ჩატარდეს საქართველოში, რომ ასეთი რიტორიკით, ასეთი დამოკიდებულებით დასავლეთთან და პარტნიორებთან „ქართულმა ოცნებამ“ თავისივე რიგებში არ განიცადოს სერიოზული რღვევა და საქართველოში რაიმე არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ რაღაც თვალსაზრისით ძალას დაეყრდნო, მე არ მჯერა, რომ ეს ამბავი საქართველოში არეულობის გარეშე ჩაივლის. დრო რაც უფრო გადის, უფრო და უფრო მეტი გახდება ცნობილი და რაც უფრო მეტი გახდება ცნობილი, ეს მუხტიც, რომელიც გროვდება ამ დროის განმავლობაში, უფრო და უფრო საშიშიც გახდება და ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება“, - განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.