„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტით, მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძეს პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალებოდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ისეთი რაღაც უნდა გაკეთდეს, რაც ოლიგარქიზაციას მომავალში მაინც აგვაცილებს.
„სისტემური მიდგომა რა არის, იცით? საკონსტიტუციო ცვლილებებით დაბალი საარჩევნო ბარიერი შემოვიღოთ, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კონკურენცია შეიქმნას, რაც სისტემურად დაგვიცავს ოლიგარქიზაციისგან და თან დროში, რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო ნაკლები შანსი იქნება იმის, რომ რომელიმე ერთ ადამიანს ან ერთ პოლიტიკურ ჯგუფს ხელში სრულად ხელისუფლება ჩაუვარდეს. ჩვენ ასეთი სისტემური მიდგომის მომხრე ვართ – ისეთი რაღაცები გავაკეთოთ, რაც ილია ჭავჭავაძეს პოლიტიკურ საქმიანობას არ აუკრძალავს. „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძეს პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალებოდა. უბრალოდ, ამის გაკეთება არ შეიძლება. ისეთი რაღაც უნდა გავაკეთოთ, რაც ოლიგარქიზაციას მომავალში მაინც აგვაცილებს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.