ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ევროპარლამენტმა ახლახან მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის გატაცებას. მადლიერები ვართ ევროპარლამენტის, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისკენ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – წერს ვახტანგ მახარობლიშვილი.
ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებას, მოუწოდებს ამ და სხვა მკვლელობების საფუძვლიანი გამოძიებისკენ.
📢@Europarl_EN just adopted RES condemning the killing of Geo citizen T.#Ginturi & abduction of L.Dotiashvili by 🇷🇺occupation forces.
— Vato Makharoblishvili (@AmbVatoM) November 23, 2023
Grateful to EP 4calling on de-occupation of 🇬🇪’s territories, implementation of #CeasefireAgreement & supporting 🇬🇪’s sovereignty & terr integrity pic.twitter.com/pGCyUQLGIA