უკრაინა და პარტნიორი ქვეყნები შეთანხმდნენ თავდაცვითი წარმოების მექანიზმის შექმნაზე, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებმა ქვეყნებმა „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაზე მიიღეს.
უმეროვის თქმით, ახალი ფორმატის შექმნის იდეა ეკუთვნით დასავლურ ქვეყნებს, რომლებმაც შესთავაზეს დახმარება ახალი თავდაცვითი წარმოების ასაშენებლად, რომელიც უკრაინულ თავდაცვით კომპანიებს ეკუთვნით.
„პარტნიორებმა მომართეს კითხვით, შეუძლიათ თუ არა უკრაინულ კომპანიებს, ააშენონ საწარმოები მათ სახელმწიფოებში, რათა აწარმოონ უახლესი პროდუქცია. ჩვენი პარტნიორები მზად არიან, სრულად გადაიხადონ წარმოებისთვის და პროდუქცია მიემართება უკრაინისკენ, ვიდრე ომი გაგრძელდება. ამ ინიციატივით უკრაინელი მწარმოებლები შეძლებენ ინვესტიცია ჩადონ პარტნიორ სახელმწიფოებში“, – აღნიშნა მინისტრმა.
უმეროვს არ დაუკონკრეტებია, რომელმა სახელმწიფოებმა გამოხატეს დაინტერესება საინვესტიციო თანამშრომლობაში, მაგრამ ცნობილია, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსმა მხარი დაუჭირა უკრაინაში შორეული მოქმედების იარაღის წარმოებას.
თარგმანი: პირველი არხი