პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე “ტვ პირველის” ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა.

ტელეკომპანიის ცნობით, მარიამ გაფრინდაშვილს თავი აქვს გატეხილი, უჭირს სუნთქვა და აღენიშნებოდა გონების დაკარგვის ეპიზოდი.

მათივე ცნობით, მარიამ გაფრინდაშვილი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.