მთელი ჩემი თინეიჯერობა „ქოციანობაში“ გავატარე და ასე მივალ 30 წლამდე,- ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა, ცოტნე კობერიძემ განაცხადა.
„ხშირად ვამბობ, ხოლმე, რომ მე დავიწყე, როგორც ახალგაზრდა პოლიტიკოსმა და მთელი ჩემი თინეიჯერობა „ქოციანობაში“ გავატარე და ასე მივალ 30 წლამდე, და ეს „ქოციანობა“ მელაპარაკება „ნაციონალობაზე“ და წინა 10 წელზე. ჯამურად აღმოჩნდა, რომ რაღაც დეკადებში ვართ გაჭედილი“,- განაცხადა ცოტნე კობერიძემ.