ნატო-ში ირაკლი ღარიბაშვილი საერთოდ არც კი მიიწვიეს. არ მიიწვიეს სწორედ იმიტომ, რომ ანტიუკრაინულ, ანტიდასავლურ და შესაბამისად, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას აჟღერებს და ატარებს, მათ შორის უკრაინის ომს აბრალებს ნატო-ს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, როდესაც ისაუბრა ვილნიუსში მიმდინარე ნატო-ს სამიტზე.
მისი თქმით, ნატო-ს სამიტი ახლა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ძალადობის კამპანიის ორგანიზებით არის დაკავებული.
„დღეს, საქართველოს ხელისუფლება უნდა მუშაობდეს იმისთვის, რომ საქართველომ უკრაინის მსგავსად, მაპ-ის გარეშე ანუ დაჩქარებული წესით მიიღოს ნატო-ში წევრობა, მაგრამ ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ რუსული ოცნება დაკავებულია ძალადობის კამპანიის ორგანიზებით - ახალგაზრდების, მედიის, ოპოზიციის წინააღმდეგ. პენსიონერების წინააღმდეგ ძალადობასაც კი, არ ერიდება რუსული ოცნება. ასეთი ძალადობა ვიხილეთ, მათ შორის კასპში, საგარეჯოში, სადაც ენმ-ს თავმჯდომარე და ლიდერები პენსიონერებს ხვდებოდნენ, ხოლო „რუსული ოცნების“ დაქირავებული ბანდიტოკრატიის ბანდიტები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ფულით ფინანსდებიან, მათი ხელფასები სწორედ საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე გაიცემა,იმის ნაცვლად, რომ საქართველოს მოქალაქეების პრობლემების გადაჭრაზე ზრუნავდნენ, მათ შორის პენსიებზე და პენსიონერების უამრავ პრობლემაზე, რაც მათ აწუხებთ ისინი ძალადობით არიან დაკავებული. ძალადობით ყველა ჯგუფის, მათ შორის ისეთი მოწყვლადი ჯგუფის წინააღმდეგაც კი, როგორიც არიან პენსიონერები“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, ამ ფონზე, ყოფილი დიპლომატები საქართველოს მიმართ სანქციების გაფართოებაზე საუბრობენ
„ნატო-ში ირაკლი ღარიბაშვილი საერთოდ არც კი, მიიწვიეს. არ მიიწვიეს სწორედ იმიტომ, რომ ანტიუკრაინულ, ანტიდასავლურ და შესაბამისად, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას აჟღერებს და ატარებს, მათ შორის უკრაინის ომს აბრალებს ნატო-ს. ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ,რომ ბატონი ღარიბაშვილი ენმ-საც კი, აბრალებს ამ ომს. სწორედ ამიტომ დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულიც კი, არ არის ნატო-ს სამიტზე, სადაც საქართველო შესაძლებლობა ჰქონდა ამ ისტორიულ მომენტში უკრაინასთან ერთად მიეღო გარანტია, რომ მაპ-ის გარეშე სწრაფად გახდებოდა ნატო-ს წევრი. ამის ნაცვლად არის საერთაშორისო კონიუნქტურა, სადაც უფრო და უფრო მეტი ადამიანი საუბრობს სანქციებზე საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების წინააღმდეგ, არა მხოლოდ მოსამართლეები, რომლებიც უკვე სანქცირებული არიან აშშ-ს მხრიდან, არამედ სხვა ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ უკანონო და ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებში, როგორიც არის, მათ შორის პრეზიდენტი სააკაშვილის უკანონო ტყვეობა. ასეთი მოწოდება გაისმა სწორედ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩები მხრიდან, რომლებიც საქართველოს დიდი მეგობრები არიან და მრავალი ათეული წელია ისინი მუშაობენ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის, მაგრამ დღეს ამბობენ,რომ სანქციები უნდა გაფართოვდეს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.