თუ სააკაშვილს ჯანმრთელობის იმ სახის პრობლემა არ გაუჩნდება, როგორიც რაღაც ეტაპზე ჰქონდა, მე რომ პრეზიდენტი ვიყო, არ შევიწყალებდი, - ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„თუ „ქართული ოცნების“ „მესიჯბოქსებს“ გადახედავთ და გაიაზრებთ, მიხვდებით რისი ეშინიათ. პირველად საქართველოს ისტორიაში არის იმის შანსი, რომ თუ მთავრობა არჩევნებს გააყალბებს, ამაზე პირველმა ხელისუფალმა, სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკოს. ამის ეშინიათ და დიახ, უნდა ეშინოდეთ. ეს ისეთი ტრიბუნაა, რომელსაც ვერ გააჩუმებენ და ვერ გააქრობენ.
თუ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის იმ სახის პრობლემა არ გაუჩნდება, როგორიც რაღაც ეტაპზე ჰქონდა, მე რომ საქართველოს პრეზიდენტი ვიყო, მას არ შევიწყალებდი. სალომე ზურაბიშვილმა რა უნდა გააკეთოს არ ვიცი“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.