ვფიქრობ, რომ ის [ბიძინა ივანიშვილი] აპირებს საჯარო სივრცეში გამოჩენას, ამიტომ ისუფთავებს ველს, რომ უხერხულობები მოიხსნას, - ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა განაცხადა.
„კორუფცია სისტემური პრობლემაა და ეს არ არის ინდივიდუალური, რომ ქრთამი ავიღე, მომეცი, წავედი, მორჩა, ჩვენ ორს შორის ეს ყველაფერი დასრულდა. ამაში ბრალდებული, ეჭვმიტანილი და შემჩნეული ღარიბაშვილი საჯარო სივრცეში არ ყოფილა. არავის არ უთქვამს, რომ დიდი ჯიბე უკეთია, ქრთამს იღებს და ფულს ჯიბეში უდებენო. სისტემურ, აი საცეცები რომ აქვს ყველგან გაშვებული, ამ ტიპის კორუფციული ბრალდებებია მის მიმართ. ბიძინა ივანიშვილმა ეს იცის, თუ არ იცის, შედეგისთვის არაფერს არ ცვლის. მხოლოდ იმას ცვლის, რაც მოხდა მაშინაც და ახლაც. რაღაც მომენტში, როდესაც იმ ზღვარს გადააჭარბებ, რომელიც შენი პატრონისთვის მისაღებია, მერე მიდიხარ. მე ვფიქრობ, რომ ის აპირებს თავადაც, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქუჩაში ივლის და ყველა სოფელში შეხვედრებს გამართავს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის აპირებს საჯარო სივრცეში გამოჩენას, ამიტომ ისუფთავებს ველს, რომ უხერხულობები მოიხსნას", - ამბობს ხიდაშელი.