როგორ შეიძლება სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდეს ქვეყანასთან, რომელიც რუსეთს მთავარ მაშველ რგოლად ევლინება, - ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ ვსაუბრობთ ჩინეთზე, ქვეყანაზე, რომელსაც მთავარ პარტნიორად რუსეთი ჰყავს გამოცხადებული და მეტიც, რუსეთის ერთადერთი პარტნიორია დღეს. სხვა პარტნიორი რუსეთს დღეს, ანგარიშგასაწევ სახელმწიფოთა შორის, არ ჰყავს. ვფიქრობ, რომ აქ შეგვეძლო წერტილი დაგვესვა, რადგან ეს ფაქტი თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. როგორ შეიძლება სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდეს ქვეყანასთან, რომელიც მთავარ მაშველ რგოლად ევლინება, ჩვენს ქვეყანაში საოკუპაციო ძალების მქონე მტრულ სახელმწიფოს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.