ყველაზე საცოდავი და ყველაზე სამარცხვინო სწორედ მაშინ ხდება ხელისუფალი, როდესაც შეუძლია, ადამიანებზე ანგარიშსწორების, ცემის, შეურაცხყოფის ბრძანებები გასცეს.
ეს დასასრულია! აქედან შემობრუნება არ არსებობს! - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს და სოლიდარობას უცხადებს "ყველა იმ ადამიანს ვისაც ასე ქურდულად ეპარებიან და ცემენ!"
"ჩემი სოლიდარობა გია ჯაფარიძეს და ყველა იმ ადამიანს ვისაც ასე ქურდულად ეპარებიან და ცემენ!
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს ბრძოლა არ იქნება ადვილი!
აგონიაში მყოფ, უცოდინარ და უტიფარ ხელისუფალთ საკუთარი ძალაუფლების შენარჩენუებისთვის ბოლო გაბრძოლების დროს, მხოლოდ ძალადობა შერჩებათ ხოლმე იარაღად. ასე იყო ყველა ჯერზე და სამწუხაროდ ასეა დღეს საქართველოშიც. ეს თითქოს, ერთი შეხედვით ლოგიკური კითხვები, ვის აწყობს? რაში აწყობს? ეს ხომ მათ წინააღმდეგ მუშაობს? და სხვა უბრალოდ არა რელევანტურია. თქვენ ვინც ამ კითხვებს სვამთ დღეს საკუთარი კომპორტის ზონაში ხართ ისევ, ამიტომ ლოგიკაც და რელევანტურობაც არ დაგიკარგავთ. შესაბამისად, მარტივად არქმევთ ყველაფერს სახელებს, მაგრამ მათ, იქ შუშის სასახლეში და მის შორიახლოს მყოფთ ეს კომფორტის ზოდა დარღვეული აქვთ, საკუთარი დანაშაულებრივი შეცდომებისგან კუთხეში არიან მიქცეული და მხოლოდ შიში განსაზღვრავს მათ ქმედებებს. ზუსტად ამ დროს იმარჯვებს ძალადობა გონიერებაზე და მათი გონებაც ყოველ ჯერზე მხოლოდ მორიგ ძალადობრივ ქმედებას წარმოშობს.
ყველაზე საცოდავი და ყველაზე სამარცხვინო სწორედ მაშინ ხდება ხელისუფალი, როდესაც შეუძლია, ადამიანებზე ანგარიშსწორების, ცემის, შეურაცხყოფის ბრძანებები გასცეს.
ეს დასასრულია! აქედან შემობრუნება არ არსებობს!
ეს შესაძლოა მათ არ იციან, რადგან ცოდნასთან ძალზედ მწყრალად არიან, მაგრამ სხვა კანონზომიერება უბრალოდ არ არსებობს" - წერს თინა ხიდაშელი.