"როცა პრეზიდენტს, რომლის მმართველობის დროსაც ათჯერ და თორმეტჯერ გაიზარდა პენსიები, ბიუჯეტი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები, "პიჯაკების საქმეზე" ასამართლებ, ეს ყველაზე ცხადად მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ებრძვის სწორედ იმ რეფორმებს, აღმშენებლობასა და პროგრესს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობამ მოიტანა", - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა
"როდესაც პრეზიდენტს, რომლის მმართველობის დროსაც ათჯერ და თორმეტჯერ გაიზარდა პენსიები, ბიუჯეტი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები, "პიჯაკების საქმეზე" ასამართლებ, ეს ყველაზე ცხადად მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ებრძვის სწორედ იმ რეფორმებს, აღმშენებლობას და პროგრესს, რომელიც სწორედ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობამ მოიტანა ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობისთვის. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერი იქნება შესაძლებლობა, ჩვენ კიდევ ერთხელ ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნისთვის კეთილდღეობა ევროპაში და უარი ვუთხრათ პოლიტიკურ დევნას, შურისძიებას, დაპირისპირებას, ქაოსს, საერთაშორისო იზოლაციას და სიღატაკეს, რომელიც თან ახლავს ივანიშვილის თორმეტწლიან მმართველობას", განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ, რომელიც დღეს საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგ სასამართლო პროცესს ესწრება. მასთან ერთად სასამართლო სხდომაზე ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა იმყოფება.
ცნობისთვის, "ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეზე" ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი საქმის განხილვა დღეს განახლდება