„ქართული ოცნება", რომელიც ბიძინობას აღნიშნავს და სკოლის სახელმძღვანელოებში შეაქვს ეს თარიღი, სხვას არ უნდა მოუწოდებდეს, ვინ რა თარიღი აღნიშნოს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა.
სწორედ „ვარდების რევოლუციის" რეფორმების შედეგად შეიქმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო და გზა გაეკაფა ქვეყანას ევროპისკენ. ასე რომ, თუ „რუსულ ოცნებას" სურს, რომ ბიძინობა აღნიშნოს, აღნიშნონ მათ ბიძინობა, ჩვენ აღვნიშნავთ „ვარდების რევოლუციას", გიორგობას და დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ამ დროს საქართველოს ეყოლება კოალიციური, ევროპული ხელისუფლება, რომელიც უკვე ერთობლივად აღნიშნავს „ვარდების რევოლუციის" 21 წლისთავს", - განაცხადა ბოკუჩავამ.