„რუსული კანონის მიღება არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი და გასაგებია რატომაც ეშინიათ კამერების ყოფნა დარბაზში, თუმცა ჩვენ ყველანარიად ვეცდებით, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული კომიტეტის მიმდინარეობისას.“- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„სულ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია და რაც შეეხება ჟურნალისტებს, როგორც იცით არ დაუშვეს, რადგან ძალიან ეშინიათ. ბუნებრივია, ძალიან რთულია რუსული კანონის მიღება, ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი და გასაგებია რატომ ეშინიათ მათ შორის კამერების ყოფნა დარბაზში, თუმცა ჩვენ ვეცდებით ყველანაირად, რომ საზოგადოებამ კომიტეტის მიმდინარეობისას ინფორმირებული იყოს ყველაფერზე რაც შიგნით ხდება და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს კანონი არ იქნეს მიღებული, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟირება.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს. რის გამო, დღეს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე
საკომიტეტო მოსმენის პარალელურად პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია - "არა რუსულ კანონს!" მიმდინარეობს.
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო
გერმანიაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვედრა გაიმართა. სადაც ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას
საქართველოს პრემიერმინისტმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ - ღია ვართ დისკუსიისთვის
2024 წლის 14 აპრილს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ