„ახლა, ამ მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, აუცილებელია, რომ საქართველომ წინ წაიწიოს გაწევრიანების გზაზე და ჩვენთვისაც, ისევე როგორც უკრაინისთვის და მოლდოვისთვის მოხდა ეს გუშინ, გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანებისთვის. რა არის საჭირო ამისთვის? - რუსი ოლიგარქის ხელისუფლებიდან მოშორება და პროდასავლური მთავრობა.“ - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
"უპირველეს ყოვლისა გილოცავთ! გუშინ საქართველომ მოიპოვა ძალიან დიდი გამარჯვება და ეს არის სწორედ ქართველი ხალხის დამსახურება. როგორი სიმბოლურია, რომ გუშინ ეს დიდი გამარჯვება საქართველომ მოიპოვა დიდი ქართველის და დიდი ევროპელის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეზე. საბოლოო დეკემბრის გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად დადებითი უნდა იყოს, იქნება მნიშვნელოვანწილად, რა თქმა უნდა, განსაზღვრული სწორედ იმ დადებითი გადაწყვეტილებით, რომელიც გუშინ მიიღო ევროკომისიამ, ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება, ეს არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება. ამას გაუსვა ხაზი გუშინ სწორედ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელმაც თქვა, რომ ქართველი ხალხის დამსახურებით მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი. ჩვენი მოლოდინიც და იმედიც სწორედ ეს იყო, რომ რუსული ხელისუფლების მიზანმიმართული საბოტაჟის მიუხედავად, ქართველი ხალხის ხმა აღმოჩნდებოდა უფრო ხმამაღალი და ძლიერი და სწორედ ამაზე დაყრდნობით მიიღებდა ევროკავშირი დადებით გადაწყვეტილებას. ასევე, მინდა მივულოცო უკრაინასა და მოლდოვას, რომელსაც ევროკავშირმა უკვე ფორმალურად გაუხსნა მოლაპარაკებები გაწევრიანებისთვის. ახლა, ამ მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, აუცილებელია, რომ საქართველომ წინ წაიწიოს გაწევრიანების გზაზე და ჩვენთვისაც, ისევე როგორც უკრაინისთვის და მოლდოვისთვის მოხდა ეს გუშინ, გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანებისთვის. რა არის საჭირო ამისთვის? ამისთვის საჭიროა იმ 9 პირობის შესრულება, რომელზეც ძალიან მკაფიოდ ისაუბრა გუშინ ევროკავშირმა და მთავარი კითხვა, რომელიც ჩვენ დღეს თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ უნდა დავუსვათ საკუთარ თავს არის შემდეგი - ვინ შეასრულებს ამ პირობებს და შესაბამისად, ვინ მივა შემდეგ ეტაპამდე ევროკავშირში გაწევრიანების? განა ვინმეს სჯერა, რომ რუს აგენტებზე მდგარი რუსი ოლიგარქის ივანიშვილის რუსული რეჟიმი დაუწყებს ბრძოლას რუსულ დეზინფორმაციას? ეს არის უპირველესი მოთხოვნა, ან იმას, რომ ის მოაშორებს სასამართლო კლანს? - არა! „რუსული ოცნება“ ამ პირობებს არ შეასრულებს, ამისთვის აუცილებელია დემოკრატიული, პროდასავლური მთავრობა, მაგრამ ერთი პირობა, რომლის შესრულებაც მოუწევს ივანიშვილს, ეს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც აუცილებლად გახდება საბოლოო დიდი გამარჯვების საწინდარი და შემდეგ უკვე დემოკრატიული მთავრობა განახორციელებს ყველა ამ რეფორმას და საქართველო შევა ევროკავშირში.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ