ჩვენ, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია და ჩვენი დამფუძნებელი თავმჯდომარე, მიუხედავად იმისა, რომ უსამართლო და უკანონო პოლიტიკურ ტყვეობაში იმყოფება, მზად არის გვერდზე გადადოს ყოველგვარი ვიწროპარტიული ინტერესი და ამოვიდეს ქვეყნის ინტერესიდან, რაც ეროვნული გამარჯვებისთვის ოპოზიციურ ველზე მაქსიმალურ ერთიანობას წარმოადგენს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„აბსოლუტურად ვეთანხმები სააკაშვილს, მნიშვნელოვანია მაქსიმალური კონსოლიდაცია, ერთიანობა, რაც არის საზოგადოების დაკვეთა და, ბუნებრივია, პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ვალია, უპასუხონ საზოგადოებრივ დაკვეთას. ჩვენ, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია და ჩვენი დამფუძნებელი თავმჯდომარე, მიუხედავად იმისა, რომ უსამართლო და უკანონო პოლიტიკურ ტყვეობაში იმყოფება, მზად არის გვერდზე გადადოს ყოველგვარი ვიწროპარტიული ინტერესი და ამოვიდეს ქვეყნის ინტერესიდან, რაც ეროვნული გამარჯვებისთვის ოპოზიციურ ველზე მაქსიმალურ ერთიანობას წარმოადგენს. ვფიქრობ, მაგალითი უნდა იყოს სხვა პარტიებისთვის, რომ ასევე გვერდზე გადადონ პიროვნული თუ პარტიული, ვიწროპარტიული ინტერესები და იფიქრონ მთავარ დაკვეთაზე, რაც არსებობს საზოგადოებაში – ეს არის ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.