პრეზიდენტმა კრიტიკულ დროს, სწორი პოზიცია დაიჭირა - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია „პალიტრანიუსის“ ეთერში, პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას.
„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს რაც კი გამოსვლები ჰქონია, ყველაზე მკაფიო გამოსვლა ჰქონდა. კრიტიკულ დროს, სწორი პოზიცია დაიჭირა და დააანონსა ხედვაც, თუ რას გააკეთებს.
პრეზიდენტის გამოსვლაში საინტერესო იყო ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს აქვს მოლოდინი, რომ ეს ის გუნდია, რომელიც ქვეყანას აშორებს დასავლეთს და ალბათ, ეს ივანიშვილისთვის იყო გზავნილი, რომ „მიხედე შენს ბიჭებს“. მთელი ისტორიული რაკურსი, რაც 2012 წლიდან მოიყვანა, „ქართულ ოცნებას“ შეახსენა თავისი ქმედებები, დაპირებებიც“, - განაცხადა აქუბარდიამ.