ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდგომ საკმაოდ რთული მოცემულობა შეიქმნა, როდესაც პოზიციები გაყოფილია, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების შეფასებისას.
„ნაციონალური მოძრაობა“ ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულებაში არ მონაწილეობას. პარტიამ ბოიკოტი გამოაცხადა იმ საკითხების მიმართ, რომელთა განხილვაც მიმდინარე კვირას პლენარულ სხდომაზეა დაგეგმილი. ამ პროცესში „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დგას „სტრატეგია აღმაშენებელიც“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ბოიკოტთან დაკავშირებით თანაპარტიელების პოზიციას არ იზიარებს.