„ოცნება“ დასავლეთს აშინებს - თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მისცემთ, მაშინ საქართველოს რუსეთი წაიღებს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„აშინებს, რომ თქვენ თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მისცემთ, მაშინ რუსეთი წაიღებს საქართველოს, ხოლო საქართველოში დასავლეთით აშინებს მოსახლეობას, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს და მეორე ფრონტის გახსნა უნდა დასავლეთს, ყველა ოპოზიციურ პარტიას და სამოქალაქო სექტორს, ასეთი შანტაჟი მიმდინარეობს. შანტაჟი მიმდინარეობს დასავლეთის და მეორე მხრივ ჩვენი მოსახლეობის, მძევლად ჰყავთ აყვანილი ფაქტობრივად", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.