„ქართულმა ოცნებამ“ თუ ოდნავ მაინც ვითარება არ შეცვალა, რა თქმა უნდა, სანქციები გაგრძელდება და ეს უფრო ნათელი და ღია იქნება თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის. მეორეს მხრივ, ისინი მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავენ საქართველოს მოქალაქეების მიმართ, საქართველოს როგორც სახელმწიფოს მიმართ და რაც მთავარია მზაობა სადამკვირვებლო მისიების და მაღალი წარმომადგენლობის ვიზიტით საქართველოში გამოხატულ იქნა.“ - განაცხადა პლატფორმა „ერთიაობისთვის“ ლიდერმა, თამარ კორძაიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიადგილესთან შეხვედრის შემდეგ
„ჩვენი ამერიკელი პარტნიორები შეშფოთებულები არიან საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით, მათი ხედვა, რომ თუ ოდნავ მაინც ვითარება არ შეცვალა „ქართულმა ოცნებამ“, მაშინ, რა თქმა უნდა, სანქციები გაგრძელდება და ეს უფრო ნათელი და ღია იქნება თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის. მეორეს მხრივ, ისინი მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავენ საქართველოს მოქალაქეების მიმართ, საქართველოს როგორც სახელმწიფოს მიმართ და რაც მთავარია მზაობა სადამკვირვებლო მისიების და მაღალი წარმომადგენლობის ვიზიტით საქართველოში გამოხატულ იქნა.
ერთი რამ ცალსახაა, რომ თუ რამე არ შეცვალა „ქართულმა ოცნებამ“, არ აჩვენა ოდნავ მაინც მზაობა იმისათვის, რომ მიიღებს საქართველოს მოქალაქეების ნების სასარგებლო გადაწყვეტილებას და ამავდროულად შექმნის გარემოს თანასწორი და თავისუფალი არჩევნებისთვის, მაშინ სანქციები აუცილებლად გაგრძელდება.
თუ არ იქნება სამართლიანი, თავისუფალი არჩევნების სათანადო პირობები, რაც ჯერ არ ჩანს, თუ არ შემცირდა სახელისუფლებო დეზინფორმაცია და საბოლოო ჯამში ეჭვქვეშ დადგა არჩევნების შედეგები, მაშინ რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივად მძიმე დღეში ჩავვარდებით. სწორედ იმიტომ, რომ არ უნდათ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, პარტნიორის დაკარგვა, რადგან არ სურთ, რომ ის 30 წლიანი თანამშრომლობა გადაიყაროს წყალში, ისინი ჩამოდიან და კიდევ ბევრჯერ ჩამოვლენ ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად და იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ნება იქნეს აღსრულებული. ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლები მაქსიმალურად ვეცდებით მეტი ერთიანობით, მეტი თანხმობით სვლას იმისათვის, რომ მოქალაქეებმა თავიანთი არჩევანი გააკეთონ ოქტომბერში.“ - განაცხადა თამარ კორძაიამ