საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვთხოვთ მოვიდეს ჩვენთან ერთად და ჩადგეს ამ ერთიანობის სათავეში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.
„ჩვენ ვუერთდებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ქართული ქარტიის სულისკვეთებას, რადგან ჩვენი მიზანია საქართველოს გადარჩენა. საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს, საქართველოს მთავარსარდალს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვთხოვთ მოვიდეს ჩვენთან ერთად და ჩადგეს ამ ერთიანობის სათავეში“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.