ჩემთვის თვითმმართველობის არჩევნები და თვითმმართველობის რეფორმა მნიშვნელოვანი რეფორმაა სასამართლო რეფორმასთან ერთად. ანუ, ვაპირებ რომ თბილისის მერად კენჭი ვიყარო, -  ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„თვითმმართველობის რეფორმა ჩემთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც ამ ქვეყანას დააბრუნებს თავის ფესვებთან, „ფედერალისტები“ამიტომ გვქვია. ამიტომ, თვითმმართველობის არჩევნები, ზოგადად, ჩემთვის ძალიან ძვირფასი არჩევნებია, იმიტომ რომ მჯერა, პოლიტიკა ლოკალურია და იმის გამოც რომ სამეგრელოში, კამპანიაში მოვიხიბლე იმით, რაც კარდაკარის დროს დაწყებული საქმე... ბოჩოლების გაყიდვა ჰქონდა აკრძალული ვიღაც კაცს, ახლა მოვიგეთ 4 წლის თავზე და ჩემთვის ეს პოლიტიკაა. ამიტომ, თვითმმართველობის არჩევნები ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქვეყნის მოწყობას ეხება ეს ყველაფერი, სუბსიდიარობის პრინციპს ეხება ეს ყველაფერი. „მთის ამბების“ ინტერვიუ ვნახე, ყაზბეგელი კაცი ლაპარაკობდა, რომ გორიდან რატომ უნდა ჩამოდიოდეს ვიღაცა და რატომ უნდა მიწყვეტდეს აქ წყალგაყვანილობის საკითხსო. მიხაროდა, რომ ვუსმენდი, რადგან თეორიულად რაღაცას ჩემთვის რომ ვთხზავ, უცებ ვიღაცა კაცი რომ ადგილზე იმავეს ლაპარაკობს, ვხედავ რომ ჩვენს შორის ბმა არსებობს. ამიტომ, თვითმმართველობის არჩევნები და თვითმმართველობის რეფორმა მნიშვნელოვანი რეფორმაა სასამართლო რეფორმასთან ერთად. ანუ, ვაპირებ რომ თბილისის მერად კენჭი ვიყარო“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.