"მიშა კვდება და ერი დუმს" - ორი წელი ამ ღლეობაში გავატარეთ პოლიტიკური ცხოვრება.- ამის შესახებ ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.  

"ორი წელი ამ ღლეობაში გავატარეთ პოლიტიკური ცხოვრება. როგორ შეიძლება ქართველი ხალხი გაამტყუნო, რომ სტატუს კვოში რჩება როცა ალტერნატივა ესაა და ძალმომრეობით, ტელემედია შანტაჟით, ოლიგარქიული ფულის გავლენით და პოლიტიკური კორუფციით ინარჩუნებს გავლენას?

სანამ არ ჩაირეცხება საქართველოს მოქალაქეების სინდისის მოსიარულე შეურაცხყოფა და არ მიყვება მთელი ოპო სისტემა, თავისი გაბოროტებული სეფექალებიანად, ცვლილება არ მოხდება.

გადატვირთვის ღილაკზე აქვს ხალხს თითი დაჭერილი, და რაც სწრაფად გადაიტვირთება ოპოზიცია, მით სწრაფად დადგება ცვლილება." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი. 

p.s. ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი "ახალის" ლიდერი 2022 წლის გაკეთებულ განცხადებას აზიარებს "ფეისბუკში" სადა ნიკა გვარამია ამბობს, რომ "მიშა კვდება და ერი დუმს".