26 ოქტომბრიდან 25 ნოემბრამდე პროცესს ხელმძღვანელობდა ოპოზიცია. 
თქვენ ნახეთ რა ხდებოდა ამ დროს ქუჩაში - დაღლილი პარტაქტივის ნარჩენები და სრული სასოწარკვეთა. 
28 ნოემბერს, რეჟიმმა ევროინტეგრაცია გააჩერა და მასობრივი პროტესტი დაიწყო" - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.  

"- ისეთი პროტესტი რომ საჯარო უწყებებში ბზარები გააჩინა პირველად, 13 წლის მანძილზე. 
ბიძინამ გაიხედ გამოიხედა - თავად ხიხომ, დაინახა როდის იყო პროტესტი ჩასვრილი, მიხვდა რომ ოპო ხიხოების აქტუალიზაცია სჭირდება პროტესტის განელებას და აგერ უკვე 3 დღეა თავის ნებაზე აბურთავებს: 

გუშინწინ გვარამია დაიჭირა და მთელი ოპომედია მაგ ხიხოზე ალაპარაკა. 

გუშინ კეზერას კარი გაჭრა და მისი ნათესაობა გვბურღავდა ყველა ეთერიდან. 
დღეს მიშას პროცესი ჩანიშნა და მთელი დღე მიშაზე ალაპარაკებს.

ხვალ ხაზარაძეს აქცევს თემად, თუ მოუნდა - ოპო მედიის დღის წესრიგს ხომ ბიძინა უკვეთავს. 
თქვენ კიდევ მეუბნებით რომ აი ამ სამარცხვინო ოპოზიციით და კორუმპირებული ოპოზიციური ტელემედიით, ბიძინა დამარცხდება. 
მე ამის არ მჯერა. 

ან ხალხი გაბრაზდება და ამ სამარცხვინო, ეროვნული ინტერესების დამაზიანებელ ოპოტელემედია წესრიგს ჩამოშლის იმისათვის რომ ველი გათავისუფლდეს, გაფართოვდეს და ფართო ფრონტით რეჟიმი დამარცხდეს. 
ანაც წრეზე ვივლით.