მეგობრებო, სალომე ზურაბიშვილი მთავარსარდალი მაშინაა როცა მთავრობას აქვს ომი (საომარი მდგომარეობა) გამოცხადებული, - წერს „ფედერალისტების“ ერთერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში და მიმართავს ოპოზიციონერებს, მორჩნენ ომობანას თამაშს და სტრატეგოსობას, ვინაიდან, ზურაბიშვილი საომარ მდგომარეობამდე მთავარსარდალი არ არის.

„მეგობრებო, სალომე ზურაბიშვილი მთავარსარდალი მაშინაა როცა მთავრობას აქვს ომი (საომარი მდგომარეობა) გამოცხადებული. იქამდე არაა. და მორჩით ამ ომობანას თამაშს ეს სტრატეგოსები. ნუ შეგვჭამეთ." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.