ოპოზიციონერებმა იციან, რომ ქართველ ხალხს ევროპაში უნდა და ამიტომ ატყუებენ მათ, ფუსფუსებენ, თითქოს სტატუსისთვის რაღაცას აკეთებენ - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ოპოზიციური სპექტრი, ჩვენი პარტიის გამონაკლისის გარდა, ნიუსს ცდილობს შექმნას ისეთი ამბებით, რომელიც რეალურად არ არის მასზე დამოკიდებული, ანუ ჩვენ წელიწად-ნახევარია ფოკუსირებული ვართ და ვლაპარაკობთ სტატუსზე და სტატუსზე გადაწყვეტილება ქართულ ოპოზიციაზე არ არის დამოკიდებული. ანუ თეონა აქუბარდია რაღაც საპარლამენტო ჯგუფში რომ მუშაობს, ამიტომ სასამართლოში კლანი იცვლება? თუნდაც ანა ნაცვლიშვილი რომელიღაც კომიტეტში ვიღაცას დაიბარებს და ამითი დეოლიგარქიზაცია მოხდება? ანუ ეს არის თავიდან ბოლომდე ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ამ ოპოზიციონერებმა იციან, რომ ქართველ ხალხს უნდა ევროპაში და სტატუსი მათთვის მნიშვნელოვანი თემაა, ამიტომ ატყუებენ ამ ხალხს, ფუსფუსებენ, რომ თითქოს სტატუსისთვის რამეს აკეთებენ. ანუ იმდენად შინაარსისგან დაცლილები არიან და იმდენად არ შეუძლიათ შესთავაზონ მოქალაქეებს ის, სადაც საკუთარ თავს დაინახავენ“,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.