ჩვენ გვჭირდება ნებისყოფა და სიმტკიცე. სულსწრაფობა დაგვაგვიანებს.
ყველა კოორდინირდით იმ პარტიასთან, სამოქალაქო ჯგუფთან, რომელსაც ენდობით და მათთან ერთად შეიკრიბეთ. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.
"არ არსებობს ერთი ბელადი და ერთი ყველასთვის მოსაწონი პარტია - საბედნიეროდ.
არც მაიდანზე უარსებია.
ჩვენს ამომრჩევლებს ჩვენ მივხედავთ და სხვებსაც, ვინც ჩვენ გვენდობა და ჩვენს აზრებს იზიარებს.
ნებისყოფა, სიმტკიცე და სიჯიუტე გვჭირდება. ერთი ხელის გაწვდენაზე არაფერია და რომც იყოს, ეს არავინ იცის - გატყუებთ ვინც იძახის." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.