"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატის ხატია დეკანოიძის და არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელის ბაია პატარაიას "ფეიბუკ" კომენტარს ავრცელებს და სოცქსელში წერს.
"მე ვიყო ბაია პატარაია, ეს დიალოგი თუ უფრო დამაზიანებელი არ იყოს
ქალების ემანსიპაციისთვის, ვიდრე საქართველოს საპატრიარქო.
რა უნდათ, ვინმეს ესმის?
თუ პარტიებში ქალები ფასადია და არც პრივილეგირებულ ქალებს აქვთ ძალაუფლება - კვოტები ამ ფასადურობას როგორ მოშლის?
ანუ რა ინტელექტუალურ კავშირშია ეს წინადადებები ერთმანეთთან ვინმე დალოცვილმა ამიხსნას.
და რას ნიშნავს პრივილეგირებული ქალი?
როგორია ასეთი ქალი?
ვინმეს აინტერესებს ნახოს ძალაუფლება მაქვს თუ არა ჩემს პარტიაში? მოგიყვანოთ ექსკურსიაზე?- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".