იცით რა მაგიჟებს?
ფეხბურთის როგორი გადამკვდარი გულშემატკივარიც არ უნდა იყო, უბრალოდ შეუძლებელია, ფიზიკურად და მეტაფიზიკურად წარმოუდგენელია გამარჯვება იმაზე მეტად გინდოდეს, ვინც მოედანზე თვითონ დარბის და ვინც ამ თამაშზე პირად პასუხისმგებლობას იღებს. - ამის შესახებ, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"შეუძლებელია, რომელიმე გულშემატკივარს ფეხბურთელებზე და მწვრთნელზე მეტად უნდოდეს გამარჯვება.
შეუძლებელია, რომელიმე გულშემატკივარს ფეხბურთელებზე და მწვრთნელზე მეტი ჰქონდეს ნაფიქრი, ნამეცადინები, ნავარჯიშები, ნაწვალები იმაზე, როგორ გაიმარჯვოს!
შეუძლებელია, რომელიმე გულშემატკივარი იმაზე მეტს თმობდეს ფეხბურთისთვის, ვიდრე ფეხბურთელები და მწვრთნელი.
ჰოდა აი მაინც ყველამ ფეხბურთელებზე და მწვრთნელზე უკეთ რანაირად იცით ფეხბურთი?
პოლიტიკაზე რომ ჭკუას მასწავლით, მაშინაც იგივე განცდა მაქვს ზუსტად და თავისუფლად შემიძლია თავის წარმოდგენა სანიოლის ადგილას, რომელსაც დღეს ყველა ფეხბურთს ასწავლის.
საქართველოს გაუმარჯოს!
გავიმარჯვებთ სახელოვნად.
P.S. კვარაცხელიას გოლი რომ გაეტანა, მის მინდორზე დატოვებას შეცდომად არ ჩათვლიდა არავინ!
ეს ვიცი ზუსტად!
უბრალოდ ვერ გაიტანა (ხდება ხოლმე) და ახლა იოლია თითების შვერა.
წაგებულზე თითების შვერა IS SO NOT COOL FOR ME, მადას მიკარგავს." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, საქართველო თურქეთთან შეხვედრაში 1:3 დამარცხდა(ფოტორეპორტაჟი)