არჩევნებში მარცხის შემდეგ, მიშა სააკაშვილმა რეალობის უარყოფა დაიწყო. 
ის გვიმტკიცებდა რომ მას არჩევნები არ წაუგია, რომ ხალხს არ უთქვამს მისთვის უარი, რომ 2012 წლის არჩევნები, სინამდვილეში რუსული სპეცოპერაცია იყო, რომ მისი ოპონენტი არა ბიძინა, არამედ პუტინია. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"პუტინს ებრძვით? მისი მთავარი მტერი მე ვარ" - გვიბაკუნებდა ფეხებს, გვიწყობდა ტანტრუმებს და ნაგავს გვაყრიდა ყველას, ვინც ვცდილობდით აგვეხსნა, რომ რუსეთმა ნამდვილად ისარგებლა რეაქციული ძალის ხელისუფლებაში მოსვლით, მაგრამ უარი ქართველმა ხალხმა გვითხრა, ქართველ ხალხს ვეზიზღებით და ქართველი ხალხის ნდობა გვაქვს დასაბრუნებელი - ამ რეალობიდან უნდა ამოვიდეთ და ამ რეალობის შემოტრიალება დავიწყოთ. 
ტანტრუმი სააკაშვილის კი არა, ჩემი შვილის მკიდია...კი დამკიოდა მოღალატე ხარო და მესროდა ნაღეჭ ქაღალდებს, მაგრამ მე მაინც იმას ვეუბნებოდი, რასაც სწორად ვთვლიდი. 
"შენ გშურს რომ მე ხალხს ვუყვარვარ და შენი ქმარი ეზიზღებათ, მე ქართველი ხალხი დამიძახებს, ასიათასობით დადგება ქუჩაში" - ყვიროდა ის და ამ ტანტრუმების დროს ვხვდებოდი, რომ ეს დეგრადირებული უბედური ძალაუფლებამ ნარცისისტული აშლილობით დააავადა და უბრალოდ არ უნდა მიღება, რომ ვიღაც გაუნათლებელმა გომბიომ დაამარცხა, რომ ქართველმა ხალხმა უარყო... "მე გამარჯვებებისთვის დავიბადე" (ამას სანდრასაც ამეორებინებდა კამპანიაში), "მსოფლიოს მთავარი ვილანის მთავარი მტერი ვარ" - მის დაავადებულ ეგოს მხოლოდ ამ მოცემულობის მიღება შეეძლო. 
ხოდა ამასწინათ ერთ ადამიანს შევხვდი რომელსაც ბიძინასთან შეხება ჰქონია. 
მასთან საუბარში მივხვდი, რომ მთელ ამ "მასონებს" და "გლობალური ომის პარტიას" ერთი ახსნა აქვს. 
ბიძინა ივანიშვილიც ავადაა, მასაც ნარცისისტული აშლილობა აქვს. 
ისიც ვერ იღებს რეალობას რომ უბრალო მოკვდავებთან ვერ ალაგებს, რომ უბრალო მოკვდავები ესხმიან თავს ... 
ამიტომ მოიგონა გლობალური ომის პარტია და მასონთა ლოჟა (მოიგონა რა, რუსებს მოგონილი ჰქონდათ და ..)
განდიდების მანია აქვს მაგ უბედურს. არ იღებს რეალობას, სადაც ქართველი ხალხი და დასავლეთის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებები უპირისპირდება. 
ამიტომ ბოდავენ ქოცები ამ სიგიჟეს - იციან, რომ ბიძინა უბრალოდ არ იღებს მოცემულობას, სადაც რიგითი ხალხის არჩეული მოკვდავები ასუსტებენ 🙂 
რაღაც უფრო დიდი და იდუმალი სჭირდება მის ეგოს - მასონები!
📍 ამ ეგომანიაკებს ყველანაირი გავლენა უნდა ჩამოერთვათ! 
📍 მონსტრის ორივე თავი უნდა მოჭრას!" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.