ვინც იმაზე ღელავთ, რომ ოპონენტს “ვჩაგრავ”, გისურვებთ, ჩემგან „ჩაგრულმა” ოპონენტებმა დაიცვან თქვენი და თქვენი შვილების ინტერესები - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მეგობრებო, ვინც იმაზე ღელავთ, რომ ოპონენტს “ვჩაგრავ” და ამის გამო მარცხს მიწინასწარმეტყველებთ, ყველას გისურვებთ ჩემგან ”ჩაგრულმა” ოპონენტებმა დაიცვან თქვენი და თქვენი შვილების ინტერესები ვანო მერაბიშვილისგან, მტაცებლების კოალიციურ მთავრობაში.
მოითხოვეთ და მოგეცემათ.
დააკაკუნეთ და გაგეღებათ.
ისინი დააცდიან ლაპარაკს პლუშის თოჯინებს - ერთი სული აქვთ, ფართო გზა მისცენ“,- წერს ჩერგოლეიშვილი.