ამის შესახებ "ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს.
ქართული ოპოზიციური პარტიების “ალიანსებზე” მხოლოდ ეს კომენტარი მაქვს.
ოპოზიციური პარტიები, რა ფორმითაც
არსებობდნენ, დაიხოცნენ მაშინ როდესაც რისი ტრაკიც არ ჰქონდათ, იმაზე გაიქაჩნენ - ბოიკოტზე.
დაიხოცნენ მაგრამ …
2022 წლის დასაწყისში ლელომ, ვაშაძემ და ელენემ იქორწინეს - გაყრით დასრულდა.
2022 წლის ბოლოს ვაშაძემ, გირჩმა და ელენემ იქორწინეს - გაყრით დასრულდა.
2023 წელს ვაშაძემ ხაბე ითხოვა.
ლელო სავარაუდოდ გირჩს და დროას შეირთავს.
სინამდვილეში უბრალოდ დახოცილები არიან 🧞♀️
ევროპული საქართველოს უნდა არჩევნებში გაცოცხლდეს და შემდეგ განიხილოს ქორწინება - კოალიციურ მთავრობაში 🙂
ცოცხლები გვინდა ვიყოთ საკუთარ ქორწილში" - წერს ჩერგოლეიშვილი.