ფაქტია, ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

„მე არაფერი პირადი წყენა არ მაქვს, მაგრამ, როდესაც პორაშენკომ, პრაქტიკულად, კინაღამ ფიზიკურად გამანადგურა და ძალიან სერიოზულად დამამცირა, ამის შემდეგ გიორგი ვაშაძე მივიდა მასთან და იყო მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგი. მაგრამ მე ეს არ მწყენია.
მან ჩათვალა, რომ ჰქონდა პირადი მოსაზრებები, პირადი კავშირები. შეიძლება რაღაც სხვა ფინანსური სტიმულიც.
ფაქტია, რომ ვაშაძე გადავიდა ბნელ მხარეს“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისათვის, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.