"ნაციონალური მოძრაობა" ე.წ. რვიანის გაერთიანებიდან პარტია "ფედერალისტების" ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის და მისი პარტიის გარიცხვას ითხოვს. რასაც ქართუ ოპოზიციურ სპექტრში დაპირისპირება მოჰყვა.
"ჩემთან ურთიერთობის გაწყვეტით მე ვერ დამაშანტაჟებენ, იმიტომ, რომ არ ყოფილა ეს ურთიერთობა 2016 წლიდან მოყოლებული - არა იმიტომ, რომ ბოკუჩავამ გადაწყვიტა, არამედ სააკაშვილმა გადაწყვიტა ასე. დინამიკას თუ შევხედავთ, 2016 წლიდან მოყოლებული დღემდე, ვინ განულდა ვხედავთ ხომ?!
არ ვიცი საიდან ითხოვენ ჩემს გარიცხვას. ერთი ჩათია, სადაც ერთად ვართ და იმ ჩათიდან თავი თვითონ გაირიცხეს, ანუ ჩემს გარიცხვას გეგმავდნენ და თავები გაირიცხეს, ამიტომ საერთოდ გაუგებარია ჩემთვის რა ქნეს, რა მანევრი ჩაატარეს. ჩემი ამომრჩეველი მაძლევს წონას და არა სააკაშვილი, თიკა ბოკუჩავასგან განსხვავებით", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა "კურიერთან".