იმპიჩმენტს გადარჩენილ ქალბატონ პრეზიდენტს მივმართავ - საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეიწყალოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ ჩარკვიანმა განაცხადა.
„დღეს, ოპოზიციაში ერთსულოვნება იყო. ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნება ცნობილი და ამ ვითარებაში ესკალაციის გაღრმავებას ხელი არ შევუწყვეთ. მე პირადად არ მინდოდა მონაწილეობა ამ რყევებში მიმეღო.
ახლა, იმპიჩმენტს გადარჩენილ ქალბატონ პრეზიდენტს მივმართავ - საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეიწყალოს, რომელსაც ბრალი "ეფესბეშნიკმა" პროკურორმა დასდო და როგორც თავად ზურაბიშვილი უწოდებს ხოლმე სამარცხვინო სასამართლოს, შევახსენებ, რომ მიხეილ სააკაშვილიც ამავე სამარცხვინო სასამართლოში სამართლდება.
სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია თავადაც პატივი სცეს პრეზიდენტის ინსტიტუციას, როგორც ეს ჩვენ, ოპოზიციონერებმა გამოვხატეთ ქართულ საზოგადოებასთან ერთად," - განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.