დიახ, ნიკა მელიას შეცვლა იყო სწორი, გონივრული გზა - ფაქტია პროცესი გამოცოცხლდა - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
„დიახ, ნიკა მელიას შეცვლა იყო სწორი გონივრული გზა, ( ეს მის გარიყვას არ ნიშნავს, რიგითი ჯარისკაცობა ვფიქრობ საამაყოა)მისი სტრატეგია იყო მცდარი , აშკარად პროცესი გამოცოცხლდა და ეს ფაქტია, არ შეიძლება მსხვილ დასავლურ ოპო პარტიას "ეძინოს", როცა პარტიის დამფუძნებელი ციხეში კვდება და თან ხალხი რუსეთის მომხრე ხელისუფლებას, რომელიც "რუსული კანონებით"ვექტორის ცვლას სთავაზობს საქართველოს -ვებრძვით, უმაგრესი უმაგრესი,ახალგაზრდობა ებრძვის. ამ დროს მომწონს "ამოძრავებული" მსხვილი დასავლური პარტია - ყველასთვის ,ზოგადად პროცესისთვის კარგია.ყველა ერთად-ძალა ერთობაშია“- წერს ჩარკვიანი.