პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:
„უჰ თქვენ გენაცვალეთ. დიახ, აუუუ რამდენი ვართ“,- წერს თამარ ჩარკვიანი.
პარლამენტთან აქცია „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტთან დღეს, 12:00 საათიდან შეიკრიბნენ.
კანონპროექტს მოქალაქეები მესამე დღეა აპროტესტებენ.
ცნობისათვის, დღეს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტს მხარი დაჭირა. კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა წინ.