ბუნებრივია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვთანამშრომლობ, მაგრამ როგორც კი რაიმე ცდომილება შეიძლება დავინახო, ისე ავორთქლდები, როგორც დაგიბარებია,- ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თამარ ჩარკვიანმა გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„მე რატომ ვარ ხოლმე ეგეთი თამამი? - მანამდე არაფერი ეტკინოს ვინმეს, სანამ თაკო ჩარკვიანმა ვინმეს თეთრს არ მოჰკიდოს ხელი, კეზერაშვილი იქნება, პეტრე იქნება თუ პავლე იქნება...
ბუნებრივია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვთანამშრომლობ, სიაში შეყვანაზეც არის ლაპარაკი, ცხადია. მე მაქსიმალისტი ვარ, ყველაფერი ისე უნდა წავიდეს, როგორც მე მინდა. როგორც კი რაიმე ცდომილება შეიძლება დავინახო, ისე ავორთქლდები, როგორც დაგიბარებია",- განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.