ოპოზიციონერი დეპუტატის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, პროცესები ისე მიდის, რომ შეიძლება ოპოზიციას მანდატების დატოვებაც მოუწიოს, თუმცა ეს ახლა რომ გაკეთდეს,„უაზრო გამოსვლა ერქმევა“. ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

"მე სულ ვიყავი იმის მომხრე, რომ დაგვეტოვებინა პარლამენტი, ვერ მოხერხდა, მაგრამ ახლა პირველი, ვისაც უნდა, რომ ოპოზიციამ დატოვოს პარლამენტი, ესენი არიან. ამიტომ იწვევენ ჩვენს მამაკაცებს თუ ქალებს მუდმივად ჩხუბზე ან მაშინ არ არიან ჯანმრთელად. როგორც კი ახლა გამოხვალ, ამ წამს, უაზრო გამოსვლა ერქმევა ამას. გამოსვლას რა უდგას წინ? მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, რომ შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ერთად და ჭკვიანურად“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თამარ ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ ძალიან ცუდად იმუშავა.

„ძალიან ცუდად იმუშავა ნიკა მელიამ. არ ჩავუღრმავდები და თვითონაც ვურჩევ, გაჩუმდეს და ხმა არ ამოიღოს, არ გაბედოს და არ შემეპასუხოს, თორემ ამოვალაგებ ყველაფერს, საზარლად მოიქცა, მოიქცა ისე, როგორც ვაჟკაცები და კაცები არ იქცევიან, წერტილი“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.