მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე გურიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მხარდამჭერებს შეხვდა.
„ძალიან სასიამოვნო შეხვედრა გურიაში!
შევხვდი ენმ ლანჩხუთის წევრებსა და მხარდამჭერებს, საოცარ ადამიანებს!
ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება წარმოუდგენელია ყველას ჩართულობისა და ყოველდღიური აქტივობის გარეშე!
მჯერა, რომ ყველა ერთად გავიმარჯვებთ“, - წერს სოფო ჯაფარიძე.