„როდესაც ვსაუბრობთ, რომ გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრულია ვხედავთ, როგორც ფორმალურად, როდესაც მათ აქვთ კოალიციები შექმნილი ადგილობრივ თვითმმართველობაში და ძალიან არ უნდათ ხოლმე საჯაროდ ამისი დადასტურება, მაგრამ ეს ხომ ფაქტია, კოალიციები აქვთ შექმნილი და მეორე - მათი გუნდიც ასეთი შემადგენლობითაა შექმნილი.“,- ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, სადაც მას ჰკითხეს თუ რატომ აკეთებს გახარია არჩევანს ძველ სახეებზე.
მისივე განცხადებით, გახარიას პარტიის ერთ-ერთი წევრი ზურაბ ადეიშვილის პროკურორია, რომელიც კვლავ ყველას დაჭერით და დაპატიმრებით იმუქრება.
„ზურაბ ადეიშვილის პროკურორი არის გახარიას გუნდის მთავარი სახე, რომელიც ამავე დროს გვემუქრება ზურაბ ადეიშვილის მეთოდებით - ყველას დაჭერით და დაპატიმრებით. ერთადერთი პატიოსანი კაცი ჰყავდათ მიხეილ დაუშვილის სახით და იმასაც უღალატა ბატონმა გიორგი გახარიამ.“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.