უკვე მესამე სერიაა იმ სერიალის, რომელსაც ოპოზიცია, რამდენიმე მილიონერი „ენჯეო“ და მათი უცხოელი პატრონები გვაყურებინებენ ქართველ ხალხს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ნათქვამია, რომ ისტორია პირველად მეორდება, როგორც ტრაგედია და შემდეგ, როგორც ფარსი.
„კვლავ მიწევს თქვენს წინაშე გამოსვლა იმისთვის, რომ დეზინფორმაციების მორიგი მხილება იყოს. უკვე მესამე სერიაა იმ სერიალის, რომელსაც ოპოზიცია, რამდენიმე მილიონერი „ენჯეო“ და მათი უცხოელი პატრონები გვაყურებინებენ ქართველ ხალხს. ნათქვამია, რომ ისტორია პირველად მეორდება, როგორც ტრაგედია და შემდეგ, როგორც ფარსი.
ტრაგედიად, ეს ე.წ. გაყალბებული არჩევნების ისტორია გამეორდა ზუსტად 4 წლის წინ. სხვათა შორის, გუშინ იყო 3 ნოემბერი, 4 წლის წინ, 2020 წლის სამ ნოემბერს შეგდგა ის ისტორიული შეკრება ოპოზიციისა, „მთავარი არხის“ სტუდიაში, სადაც მათ ხელი მოაწერეს პირობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შევიდოდნენ პარლამენტში, შემდეგ დაეწყვნენ და ყველა შევიდა.
ახლა ეს უკვე როგორც ფარსად ისე მეორდება. იგივე მსახიობები, იგივე დამდგმელი რეჟისორი, მაგრამ ჰგონიათ, რომ მაყურებელიც იგივეა, თუმცა ამ ფარსს უკვე ყველა კარად ხვდება და ამას აკვირდება თავად ეს ხალხიც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.