1979 წელს არიან თბილისი და ნანტი დაძმობილებული, შეგახსენებთ, რომ 1979 წელს საქართველო იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი და ამ ქვეყანას მართავდა ბრეჟნევი, ეს არის წელი, როდესაც საბჭოთა კავშირი შეიჭრა ავღანეთში, როგორც ჩანს, ნანტის მერი ფიქრობს, რომ ბრეჟნევის საქართველო უფრო დემოკრატიული იყო, ვიდრე დღევანდელი საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი მიდგომები არასერიოზულია, თუმცა გასაკვირი არ არის, იმ პირობებში, როდესაც საფრანგეთის საელჩო აფინანსებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს.
„ვნახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სიის წევრს, რომელიც დეპუტატი გახდა, აფინანსებენ თითქოს მარშრუტები უნდა ხაზოს სადღაც ქალაქებში, ამ დაფინანსებიდან ორ კვირაში ამ ორგანიზაციამ ექსტრემისტული განცხადება გაავრცელა, სადაც საუბრობდა, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური. გამოჩნდა, სინამდვილეში რას აფინანსებს საფრანგეთის საელჩო. ამ ორგანიზაციის სახით აფინანსებს ექსტრემიზმს, ლეგიტიმური ხელისუფლების არაღიარებას. ამიტომ, სადაც საფრანგეთის საელჩო ექსტრემიზმს და რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს უხდის ფულს, ნანტი ალბათ ნაკლებად არის გარკვეული ჩვენს რეალობაში. შეიძლება, ვიფიქროთ, რომ მათი არცოდნის გამოა, რომ ბრეჟნევის საქართველო უფრო დემოკრატიული ჰქონიათ, ვიდრე დღევანდელი საქართველო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.