შეუძლებელია, ევროპა იყოს იქ, სადაც წამების სისტემის შემქმნელი დიქტატორის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვენ. - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პოლიტიკური კლიენტელიზმი აშორებს ევროკავშირს საბაზისო ევროპული ღირებულებებისგან, როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა. - წერს შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: მადლობა რასა იუკნევიჩიენესა და ყველა ევროპარლამენტარს, რეზოლუცია, უკვე მერამდენედ, ხაზგასმით მოითხოვს ჩემს გათავისუფლებასა და უცხოეთში გადაყვანას