ცდილობენ, გარკვეული ტაქტიკური გადალაგება განახორციელონ, თითქოს სხვა ცენტრები იქმნება და ამით დააბნიონ საზოგადოება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განაცხადა და განმარტა, რომ დარწმუნებულია, არჩევნებზე ქართველი ხალხი არ დაიბნევა.
"ჩვეულებრივი დეზინფორმაციული შტურმი მიმდინარეობს ქართულ საზოგადოებაზე. ცდილობენ, გარკვეული ტაქტიკური გადალაგება განახორციელონ და ამით დააბნიონ ქართული საზოგადოება, თითქოს რაღაც სხვა ცენტრები იქმნება. სინამდვილეში, ოპოზიციაში ერთადერთი ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ფინანსური და სხვა რესურსებით, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ აქვს. ეს არის ძალა, რომელიც მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ამიტომ მნიშვნელოვანია, და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არ დაიბნევა, 2024 წელს არჩევანი იქნება „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. შეიძლება, სხვადასხვა სახელი დაირქვან, სხვადასხვა ოფისი გახსნან, მაგრამ მათი მთავარი პრინციპი ერთია – ეს არის ძალა, რომელიც ებრძვის საქართველოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.