საქართველომ განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწადში, ფაქტობრივად, იარაღის ლულის ქვეშ, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოს, რაც ჩვენი ქვეყნის გარშემოა, შეძლო, რომ ერთი სანტიმეტრითაც კი არ დაეთმო ქვეყნის ინტერესები, შეენარჩუნებინა მშვიდობა და უსაფრთხოება ქვეყნის შიგნით და მეორე მხრივ, გვქონოდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, წინაა ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და საჭიროა უფრო სხვანაირი გადანაწილება შიდა პარტიული რესურსების.
„ირაკლი ღარიბაშვილმა თავად ახსნა საკუთარ განცხადებაში მიზეზები, რატომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. მათ შორის იმ შედეგებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც ამ სამი წლის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობით ჰქონდა საქართველოს და ახლა, მისი შეფასებითაც არის ეტაპი, როდესაც გარკვეული როტაცია იქნებოდა მნიშვნელოვანი. მათ შორის, იმ მიზეზის გამო, რომ წინ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და საჭიროა უფრო სხვანაირი გადანაწილება შიდა პარტიული რესურსების. შედეგები, რაც ჩვენ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობით გვაქვს, არის ის, რომ საქართველომ ფაქტობრივად, განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწადში იარაღის ლულის ქვეშ, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოს, რაც ჩვენი ქვეყნის გარშემოა, შეძლო, რომ ერთი სანტიმეტრითაც კი არ დაეთმო ქვეყნის ინტერესები და შეენარჩუნებინა მშვიდობა და უსაფრთხოება ქვეყნის შიგნით და მეორე, გვქონოდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა იმაში, რომ მისი ძალიან მკაფიო პოზიციები იყო განმსაზღვრელი ამ გზაზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.