როცა რადიკალური ოპოზიციის არათუ კამპანია, არამედ მთელი პოლიტიკა არის რუსეთზე საუბარი, სხვა არაფერი შეუძლიათ, ეს არის სწორედ დემონიზება და რადიკალური დღის წესრიგი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებულ ახალი პიარტექნოლოგების თემას უკავშირდებოდა.
„ასეთი ტიპის მანიპულაციის გავრცელება მსოფლიო დონის კომპანიასთან დაკავშირებით არის ძალიან ცუდი, მათ შორის სწორედ დემონიზების ნიშნებს შეიცავს კითხვაც, სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებული კამპანიების კონსულტაციას ახდენდა ეს კომპანია. ასე რომ, ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაცია. რა დემონიზებაზე და რა ნეგატიურ კამპანიაზე შეიძლება, ისაუბროს „ლელოს“ მიერ დაფინანსებულმა ტელევიზიამ, რომლის მთავარი ხაზი არის პუტინი, რუსეთი, რუსული მთავრობა, ოლიგარქია და ა.შ. მაშინ, როცა ოპოზიციის არათუ კამპანია, არამედ მთელი პოლიტიკა, არის რუსეთზე საუბარი, სხვა არაფერი შეუძლიათ, ეს არის სწორედ დემონიზება და რადიკალური დღის წესრიგი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ეროვნული ინტერესები.
რა დემონიზება სჭირდება რადიკალურ ოპოზიციას, შევხედოთ, ვინ არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც მართავენ ოლიგარქები, რომელიც დაფუძნებულია ძალადობაზე, ეროვნული ინტერესების ღალატზე, მეტი რა დემონიზება სჭირდება გარდა იმისა, რასაც თვითონ უკეთებენ საკუთარ თავს. თვითდემონიზების პროცესში არიან, არც პიარტექნოლოგი სჭირდება ამას და არც ჩვენი წახმარება. არანაირი კავშირი არ აქვს „ქართულ ოცნებას“ იმ ბანერებთან, რაზეც საუბრობენ, ფაქტები გადაამოწმეთ. რადიკალური ოპოზიცია თავისი თავის დემონიზებას თვითონ ახდენს იმით, რომ არიან ძალადობის და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ჯგუფები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.