„ევროპა პასუხისმგებლობიანი გაერთიანებაა და ისინი ჯერ კიდევ აზუსტებენ გარკვეულ მონაცემებს. რა უნდა ვთქვათ ჩვენ მეტი, თითოეულმა ადამიანმა ან პატარა ქვეყანამ, როცა ევროპის წამლის სააგენტო არის დიდი ორგანიზაცია, ყველა იმ ქვეყნებისგან შემდგარი, რომლებიც კიდევ ელოდებიან კლინიკური კვლევების დასკვნებს“, - ამის შესახებ დიუშენის სინდრომის მედიკამენტებზე ნევროლოგმა ნანა ტატიშვილმა განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა: დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს - არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის შენელებაზე
რასაც დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებმა ბრიფინგით უპასუხეს. "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" თავმჯდომარემ ზაქარია გვიშიანმა მედიასთან განაცხადა: ჩვენ არ ვამბობთ, რომ წამლები ბავშვებს სრულად კურნავს, მაგრამ ისინი ამ დაავადებას ბლოკავს,სარჯველაძემ დააანონსა, შეეგუეთ იმას, რომ მკურნალობა არ იქნება












