მგონი, საქართველოში, სპეციფიკური სეგმენტი შეიქმნა, „ნაცი“ ბიზნესმენების თუ იდეოლოგიზირებული ბიზნესმენების, რომლებიც რატომღაც, მაზოხიზმში გადავარდნილები არიან, რამენაირად ისეთი შთაბეჭდილება შექმნან, რაღაცით დაზარალდნენ, რომ შემდეგ ამაზე მოთქვან და ეს ვიღაცას დააბრალონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ნაცი – ნაცია“, მნიშვნელობა არ აქვს, ის სასტუმროს მენეჯერია თუ „ენჯეოს“ თანამშრომელი, ბათუ ქუთელიაა თუ სხვა ადამიანი. როცა „ბიემჯიზე“ ვსაუბრობთ, შეგახსენებთ, რომ ეს გიორგი ისაკაძის არის, რომელსაც აღიარებული აქვს, რომ ჩართული იყო „ქართუ“ ბანკის გაკოტრების საქმეში. მას აღიარებული აქვს, რომ ის შეკვეთილ ჩვენებს აძლევდა და შეკვეთილ ტრანზაქციებს ახორციელებდა, რომ 2011 წელს რამენაირად, ბანკი „ქართუ“ გაეკოტრებინა. ეს ადამიანი ბიზნესზე რომ ისაუბრებს, სირცხვილია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.